რუსეთის პრეზიდენტი საკონცერტო დარბაზზე თავდასხმას "ბარბაროსულ ტერორისტულ აქტს" უწოდებს. ეს ვლადიმერ პუტინის პირველი გამოხმაურებაა 22 მარტის თავდასხმაზე.
„ჩვენი მტრები ვერ გაგვყოფენ,“ - ამბობს ის BBC-ის ცნობით.
პუტინის თქმით, დამნაშავეები დაისჯებიან. მან საგანგებო სამსახურებსა და სპეცსამსახურებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ თავდამსხმელები უკრაინისკენ გაქცევას ცდილობდნენ და საპასუხოდ უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.
მან 24 მარტს გლოვის დღე გამოაცხადა.
„ყველა დამნაშავე დაისჯება,“ დასძენს რუსეთის პრეზიდენტი.
მისი თქმით, ყველა თავდამსხმელი ნაპოვნი და დაკავებულია. პუტინმა არ დაადასტურა, თუ რამდენი თავდამსხმელი იყო პასუხისმგებელი თავდასხმაზე. მედია მანამდე წერდა, რომ სულ 11 ადამიანია დაკავებული და მათგან 4 უშაულოდ მონაწილეობდა თავდასხმაში.